ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ვლადიმერ ბოჟაძე
განათლება
1995-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის (ამჟამად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ზოგად-ტექნიკურ ფაკულტეტზე, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით.
2000-2003 წლებში სწავლობდა იმავე უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტურაში, პოლიტოლოგიის სპეციალობით.
2004-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით (მაგისტრის აკადემიური ხარისხი).
2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტია.
სამუშაო გამოცდილება
2006-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე.
2011 წლიდან დღემდე – ააიპ „სამოქალქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“, დამფუძნებელი და დირექტორია.
2015 წლიდან დღემდე არის სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და ლექტორი სალექციო კურსში – „დემოკრატია და მოქალაქეობა“.
დამატებითი ინფორმაცია
1997-1999 წლებში იყო თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე.
1998-1999 წლებში – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების სპეციალისტი.
1999-2001 წლებში – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ვაკის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე.
1999-2001 წლებშივ – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის თავმჯდომარე.
2001-2003 წლებში – ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის საორგანიზაციო-მეთოდური განყოფილების უფროსი.
2005 წელს იყო თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების ლაბორანტი.