/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ალექსანდრე ეგოიანი
(+995) 591 144 531
alexander.egoyan@sportuni.ge

ალექსანდრე ეგოიანი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ალექსანდრე ეგოიანმა 1983 წელს დაამთავრა დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტი, მათემატიკის სპეციალობით.

1987 წელს ქ. თბილისის სამეცნიერო-კვლევითი გაერთიანებიდან „ანალიზ-ხელსაწყო“ გაიგზავნა ზოგადი ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში ქ. მოსკოვში, სადაც 1987-1994 წლებში გადიოდა სტაჟირებას და სწავლობდა მიზნობრივ ასპირანტურაში.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

 

სამუშაო გამოცდილება

1999-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ბიომექანიკის კათედრაზე ინჟინრად, მკვლევარად და მათემატიკისა და ზოგადი ფიზიკის პედაგოგად.

2005-2007 წლებში – იმავე სასწავლებლის ასისტენტ-პროფესორი იყო, კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით.

2007-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრაზე, ასისტენტ-პროფესორად, კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით.

2007-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარ სპეციალისტად.

2012-2018 წლებში იყო უნივერსიტეტ გეომედის პროფესორი (საგანი ეკონომიკური მათემატიკა).

2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და  სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიომექანიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრაზე, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები).

 

დამატებითი ინფორმაცია

გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი ნაშრომი. აქედან 12 სამედიცინო მიმართულებით, 60 – სპორტული მეცნიერების მიმართულებით (კომპიუტერული ტექნოლოგიების, სპორტული მეტროლოგიის და ბიომექანიკის თემატიკით) და 18 – ფიზიკის მიმართულებით არის. მათგან 9 სტატიას აქვს Web of Science-ის (Thompson Reuters) საერთაშორისო იმპაქტ ფაქტორი (https://publons.com/researcher/2049860/alexander-egoyan/publications/).

არის 4 სახელმძღვანელოს თანაავტორი: კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, მათემატიკასა და ბიოფიზიკაში.

შექმნილი აქვს მრავალი კომპიუტერული პროგრამა, მეცნიერების სხვადასხვა დარგში გამოსაყენებლად.

არის 25 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.  

2012-2016 წლებში მონაწილეობა მიიღო ორ ერთობლივ ქართულ-იტალიურ საგრანტო კვლევით პროექტში, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა (SRNSF) და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს (CNR) შორის სახელწოდებით „ნუკლეოპეპტიდების გამოყენებითი კვლევა მედიცინაში“.