/ სიახლე / შეხვედრა 51-ე სკოლის აბიტურიენტებთან...

შეხვედრა 51-ე სკოლის აბიტურიენტებთან

2021 წლის პირველ აპრილს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვასილ ლიპარტელიანი, მარიამ მუქერია და შოთა გოგიტაური კამპანია ,,გაიცანით სპორტის უნივერსიტეტის“ ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 51-ე სკოლის აბიტურიენტებს სპორტის უნივერსიტეტის ისტორია, მისია, ხედვა და პროგრამები გააცნეს. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა შეხვედრა სკოლის დირექტორთან,  თინათინ გურამიშვილთან, სადაც მხარეებმა ორი ინსტიტუციის თანამშრომლობაზე იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მომავალში განსახორციელებელი აქტივობები.