/ სიახლე / აკადემიური საბჭოს დადგენილება...

აკადემიური საბჭოს დადგენილება

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და

სპორტის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის

(ოქმი N6) დადგენილება N 3 

“საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულების დანიშვნის შესახებ”

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2013 წლის  15 ოქტომბრის N 01/745 ბრძანებით დამტკიცებული სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის  „ქ“ პუნქტის, მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2023 წლის  13 სექტემბრის   №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
1.   საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად,    რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვისა,  არჩეულ იქნეს პროფესორი ტრისტან გულბიანი.
2.   დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

 საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო