სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ევროპის სა ...
ვულოცავთ !
შიდა მობილობა!
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით!
აპლიკანტმა 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-დან 17:00 საათამდე საჭირო დოკუმენტაცია უნდა წამოადგინოს უნივერსიტეტის კანცელარიაში (მ. თამარაშვილის ქ. N4ა. მე-3 სადარბაზო. ოფისი 50).
რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელ-ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).
ვ) მისაღებ სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი, სახელი და გვარი);
მისაღებ სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519;
სპორტული ტური ჩატარდება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში 26 სექტემბერს 10:00 სთ-ზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 ფეხბურთის მინი მოედანი.
შედეგები გამოცხადდება 27 სექტემბერს.
აპელაციაზე განცხადების წარმოდგენა იწარმოებს 28 სექტემბერს.
ხელშეკრულების გაფორმების ვადა არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.
საკონტაქტო პირი: მაკა ალფაიძე T: 599 55 61 16