/ სიახლე / ვულოცავთ !...

ვულოცავთ !

მარიამ მაისურაძე ნეაპოლის „პართენოპეს“ უნივერსიტეტის დოქტორანტი გახდა!

სპორტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ მაისურაძე ნეაპოლის „პართენოპეს“ უნივერსიტეტის,  ადამიანის მოძრაობის მეცნიერებებისა და სპორტის ფაკულტეტის დოქტორონატი გახდა, მან მოიპოვა იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს სტიპენდია და სრული დაფინანსებით გააგრძელებს აღნიშნულ პროგრამაზე სწავლას.  მის საკვლევ თემას წარმოადგენს კონფლიქტების მართვა და პედაგოგიკა სპორტის სფეროში.