/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation)...

სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation) - ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ სემინარებს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 12-17 სექტემბერს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია და ასოცირებული პროფესორი დავით ობოლაძე მიწვეული იყვნენ ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation) მიერ ორგანიზებულ ტრენინგ სემინარებზე, რომელიც პროექტ „SUPPORTER“ ის ფარგლებში ქალაქ სტრასბურგში ჩატარდა. ჩვენი უნივერსიტეტი 11 პარტნიორი ქვეყნიდან ერთერთია, ვინც ევროკავშირის მიერ ფინანსდება (Horizon Europe) ✅
ქალბატონი ნინოს და ბატონი დავითის ძირითადი მისია აღნიშნულ შეხვედრებზე იყო აქტიური მონაწილეობის მიღება გენდერული თანასწორობის გეგმების შესახებ დისკუსიის გაღრმავებასა და პროექტის მიზნების წარმატებით განხორცილების ხელშეწყობის მიმართულებით ✅
სტრასბურგის შეხვედრას წინ უძღვოდა მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავება, სადაც დეტალურად გაიწერა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნები და ამოცანები, შესარულებელი სამუშაოები, პასუხისმგებელი პირები და მონიტორინგის სქემა. ჩვენმა კოლეგებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე ონლაინ შეხვედრაში ✅
პროექტი „SUPPORTER“ - „სპორტული განათლების უზრუნველყოფა ინოვაციური და ინკლუზიური გენდერული თანასწორობის გეგმის მეშვეობით“- 2023 წლის აპრილში დაიწყო და გეგმის თანახმად 2025 წლის სექტემბერში დასრულება. იგი მიზნად ისახავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებასა და იმპლემენტაციაში