/ სიახლე / ERASMUS + კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის...

ERASMUS + კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის

ცხადდება კონკურსი სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში (ლიეტუვა, კაუნასი) და ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში (პოლონეთი, ვარშავა) ლექციების წასაკითხად სპორტული მეცნიერების მიმართულებით (სპორტულ-პედაგოგიური და მედიკო-ბიოლოგიური   დისციპლინები)

მივლინების  ხანგრძლივობა 5 სამუშაო დღე 

კონკურსის გამარჯვებულები  ღებულობენ სტიპენდიას 5 დღეზე  და საერთაშორისო მგზავრობის ორმხრივ  დაფინანსება.

მობილობის პერიოდი : 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

 კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც  მოიცავს 3 საფეხურს:  

  • სააპლიკაციო საბუთების მიღება და შერჩევა
  • ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენისB2/С1 სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს)
  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე.    

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/hRhib2QweDgL1a5Y8

სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები:

ინგლისურ ენაზე:

  • სამოტივაციო წერილი;
  • CV
  • სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი (მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა). 

 ქართულ ენაზე:  ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ

 განცხადების შევსების ბოლო ვადაა 3 იანვარი

მასპინძელი უნივერსიტეტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს 

  1. https://www.lsu.lt/en/
  2. https://www.awf.edu.pl

 

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ir@sportuni.ge

გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.